გაქვთ შეკითხვა?
შეტყობინება გაიგზავნა დახურვა
0
0 მიმოხილვა

C1 Advanced

მსმენელებს, რომლებიც ფლობენ C1 დონეს:- შეუძლიათ გაიგონ უფრო რთული, გრძელი ტექსტების ფართო სპექტრი და ამოიცნონ მათში ნაგულისხმევი აზრის მნიშვნელობა. - შეუძლიათ ... მანახე მეტი
ინსტრუქტორი
კემბრიჯ კოლეჯი
267 Students enrolled
  • აღწერა
  • პროგრამა
  • შეფასებები

სტუდენტის კაბინეტი

 

სტუდენტის კაბინეტით სარგებლობა შესაძლებელია მათთვის, ვინც სწავლობს კემბრიჯ კოლეჯში. სტუდენტის კაბინეტის უპირატესობა ის, რომ კვირაში 6 საათიანი გაკვეთილების პარალელურად, სტუდენტს აქვს წვდომა სხვადასხვა ინტერაქტიურ, ციფრულ აქტივობებზე 24/7.

სტუდენტის კაბინეტით სარგებლობა დაგეხმარებათ მეტყველების, მოსმენის, წაკითხულის გააზრებ და წერითი სტანდარტების უნარების განვითარებაში, თქვენთვის სასურველ ნებისმიერ დღეს და დროს.

 

სტუდენტის კაბინეტში დაგხვდებათ:

 

  1. სასწავლო სახელმძღვანელო, გაკვეთილების მიხედვით დაყოფილი ინტეგრირებული აუდიომოსასმენებით, რაც საკმაოდ კომფორტულს ხდის სასწავლო პროცესს და მნიშვნელოვნად ზოგავს დროს.

 

  1. პერსონალური ლექსიკონი, რაც საშუალებას გაძლევთ, შექმნათ თქვენი პირადი ლექსიკონი, სადაც შეგიძლიათ, შეიყვანოთ თქვენთვის სასურველი უცხო სიტყვები თარგმანით ან ინგლისური განმარტებებით, ინგლისურქართული, ქართულინგლისური ან ბრიტანულამერიკული ლექსიკონების დახმარებით, რომელიც ინტეგრირებულია თქვენი კაბინეტის ყოველი გაკვეთილის გვერდზე.

 

  1. უცხო სიტყვების შესწავლის ციფრული პლატფორმა სახელმძღვანელოში არსებული უცხო სიტყვები და ფრაზები, გაკვეთილების მიხედვით, ქართული თარგმანით და ინტეგრირებული აუდიოწარმოთქმებით, როგორც ბრიტანულ, ასევე ამერიკულ ინგლისურ ენებზე. პლაფორმა მნიშვნელოვნად შეგიმცირებ დროს და დაგეხმარებათ უცხო სიტყვების ოთხჯერ უფრო სწრაფად შესწავლაში.

 

  1. გაკვეთილებში მოცემული უცხო სიტვების პრაქტიკული გამოყენება წინადადებების აწყობის მეთოდით ციფრული, ინტერაქტიური ქვეიზებით.

 

  1. ყოველი გაკვეთილის შემდეგ, თემატურად დაყოფილი არალიმიტირებული, სახალისო, ციფრული, ინტერაქტიური ქვიზები, რაც დაგეხმარებათ, საფუძვლიანად გაიმყაროთ გაკვეთილების პროცესში, პედაგოგების მი ახსნილი მასალა.

 

  1. გაკვეთილის პროცეში, პედაგოგების მიერ ახსნილი გრამატიკის პრატიკულინერაქტიუ, არალიმიტრებული, ციფრული ქვიზები, რაც დაგეხმარებათ, გამყაროთ გრამატიკული ცოდნა, მისი პრაქტიკული გამოყენებით.

 

  1. ინტერატიური ვიდეოქვიზები, რაც საუკეთესო საშუალებაა, განავითაროთ მოსმენილის გააზრების უნარები. პროცესი მდგომარეობს შემდეგში:

* უსმენთ თემატურად დაყოფილ, სხვადასხვა შინაარსის ვიდეოებს, რომთა მსვლელობის დროს, ვიდეო პაუზდება და გეძლევათ შეკითხვა სხვადასხვა ფორმატში. პასუხის გაცემის შემდეგ, ვიდეო გრძელდება მომდევნო შეკითხვამდე და ასე მეორდება მის დასრულებამდეშეკითხვები შედგენილია სპეციალურად, კემბრიჯ კოლეჯის მიერ და ზუსტად არის გათვლილი მოსმენის უნარების მაქსიმალურად განსავითარებლად

 

  1. მეტყველების პრაქტიკა ხელოვნური ინტელექტის დახმარებით, რომელიც დაპროგრამებულია სპეციალურად, კემბრიჯ კოლეჯის მიერ და ქმნის ბუნებრივი დიალოგის განცდას იმ საკითხებზე, აც მოცემული გაქვთ სასწავლო სახელმძღვანელოში. პრცესი მდგომარეობს შემდეგში:

* კემბრიჯ კოლეჯის მიერ დაპროგრამებული ხელოვნური ინტელექტი თემატურად, პედაგოგის მიერ, უკვე ახსნილი მასალებიდან გამომდინარე, დაგისვა კითხვებს, დეტალურად შეგისწორებთ პასუხებში არსებულ გრამატიკულ, ფონეტიკურ, ლექსიკურ შეცდომებს და თითოეულ შეცდომაზე მოგაწვდით სწორ პასუხს. პროცესი მაქსიმალურად შეგიქმნით ბუნებრივი დიალოგის განცდას, რაც გულისხმობს თქვენი მხრიდან შეკითხვების დასმას ნებისმიერ იმ საკითხზე, ომელიც უშუალოდ გაკვეთილთან იქნება დაკავშირებული

 

  1. წაკითხული ტექსტის გააზრება, გაანალიზება და შეკითხვებზე პასუხის გაცემა ხელოვნური ინტელექტის დახმარებით, რომელიც სპეციალურად, კემბრიჯ კოლეჯის მიერ არის დაპროგრამებული გაკვეთილების მიხედვით და რაც საუკეთესო საშუალებაა, განავითაროთ კითხვის უნარები. პრცესი მდგომარეობს შემდეგში:

ხელოვნური ინტელექტი მოგცემთ ტექსტს, რომელსაც თვითონვე წაგიკითხავთ, შემდეგ მოგცემთ დროს, რომ იგივე ტექსტი წაიკითხოთ ხმამაღლა. კითხვის დასრულების შემდეგ, დეტალურად შეგისწორებთ გამოთქმებში დაშვებულ შეცდომებს და დაგისვამთ ტექსტიდან გამომდინარე შეკითხვებს. დეტალურად შეგისწორებთ პასუხებში არსებულ გრამატიკულ, ფონეტიკურ, ლექსიკურ შეცდომებს და თითოეულ შეცდომაზე მოგაწვდი სწორს პასუხს

 

  1. მართლწერის ციფრული, ინტერაქტიური ქვიზები, ომლებიც დაგეხმარებათ, მარტივად და სახალისოდ შეისწავლოთ გაკვეთილებში მოცემული უცხო სიტვების და ფრაზების გამართულად წერა. გარკვეულწილად, კითხვის არასტანდარტული წესებიდან გამომდინარე, ეს ერთერთ სირთულეს წარმოადგენს ინგლისური ენის შესწავლისას.

 

  1. წერითი სტანდარტების უნარების განვითარება ხელოვნური ინტელექტის დახმარებით, რომელიც ასევე, სპეციალურად დაპროგრამებულია კემბრიჯ კოლეჯის მიერ, სასწავლო სახელმძღვანელოში მოცემული მასალის მიხედვით, რაც გულისხმობს ხელოვნური ინტელექტის წერითი უნარების შესწავლაგანვითარებას სხვადასხვა თემებზე, როგორებიცაა:

 

  • ფორმალური წერილი;
  • არაფორმალური წერილი;
  • ფორმალური მეილი;
  • არაორმალური მეილი;
  • არგუმენტირებული ესე;
  • ბლოგპოსტი;
  • თავისუფალი აზრი;
  • ფორმალურ ინტერნეტოსტი;
  • სტატია;
  • პირადი პროფილის შედგენა;
  • საჩივრის წერილი;
  • ოფიციალური მოსაწვევი;
  • ფილმის ან წიგნის ფორმალური მიმოხილვა.

 

გაკვეთილზე ახსნილი მასალის პარალელურად, საშუალება გექნებათ, დახვეწოთ წერითი უნარები ხელოვნური ინტელექტის დახმარებით. პრცესი მდგომარეობს შემდეგში:

* ხელოვნური ინტელექტი მოგცემთ ძირითად მიმართულებას და გაგაცნობთ დეტალურ სტრუქტურას, თუ როგორ უნდა დაწერო ის კონკრეტული თემა, რომელიც უკვე გაიარეთ სასწავლო წიგნში, შემდეგ მოგაწვდით თემას, რის შესახებაც უნდა დაწეროთ. ამის შემდეგ, თქვენს მიერ დაწერილ თემაში, დეტალურად გაასწორებს ყველა შეცდომას და მოგცემთ შეცდომების შესწორების რამდენიმე ვარიანტს.

 

12. ვიდეო-გაკვეთილები, რომლებიც შექმნილია სპეციალურად, კემბრიჯ კოლეჯის მიერ, სასწავლო სახელმძღვანელოში მოცემული მასალის მიხედვით, რაც  გაგიადვილებთ ახალი მასალის ათვისებას და მნიშვნელოვნად დაგიზოგავთ დროს. პროცესი მდგომარეობს შემდეგში:

* ვიდეო-გაკვეთილები შედგენილია თემატურად, სასწავლო სახელმძღვანელოში მოცემული მასალის მიხედვით. იმ შემთხვევაში, თუ გარკვეული მიზეზის გამო  აცდენთ და/ან ვერ ესწრებით ლექციას, სტუდენტის კაბინეტში, კონკრეტული თემის მიხედვით, მოძებნით ვიდეო-გაკვეთილს. ჩართავთ მას და ინგლისურ ენაზე, ქართული სუბტიტრების თანხლებით, მოუსმენთ ახალი გაკვეთილის ახსნას.

 

 

სტუდენტის კაბინეტზე წვდომა გექნებათ კურსის განმავლობაში. იმ შემთხვევაში, თუ გააგრძელებთ სწავლას მომდევნო დონეზე, წვდომა გექნებათ მხოლოდ მომდევნო დონის სტუდენტის კაბინეტზე.

 

გისურვე წარმატებულ სწავლას!

Unit 1 - Lesson A - ლექსიკა - Memories
Unit 2 - Lesson A - ლექსიკა - Talking about stories
Unit 2 - Lesson F - წაკითხულის გააზრება - The Woman in White
Unit 3 - Lesson A - ლექსიკა - Friendships
Unit 4 - Lesson A - ლექსიკა - Changing World
Unit 4 - Lesson F - წაკითხულის გააზრება - How language changes us
Unit 4 - Lesson G - მეტყველება - Discussion
Unit 4 - Lesson H - წერითი უნარები - Letter to an editor
Unit 5 - Lesson A - ლექსიკა - War and conflict
Solutions-Advanced-3rd
კურსი ხელმისაწვდომია 30 დღისთვის
მხოლოდ სტუდენტის კაბინეტით სარგებლობის ყოველთვიური გადასახადი შეადგენს 70 ლარს
დეტალები კურსზე
ხანგრძლივობა 3 თვე
ლექცია 280
დავალებები 6
დონე C1 Advance
ელექტრონული სერტიფიკატი
3 თვე
ყველა

კოლეჯის ადმინსტრაციის სამუშაო საათები

ორშაბათი10:00 - 20.00
სამშაბათი10:00 - 20.00
ოთხშაბათი10:00 - 20.00
ხუთშაბათი10:00 - 20.00
პარასკევი10:00 - 20.00
შაბათი10:00 - 20.00
კვირადასვენება

კონტაქტი

Layer 1