გაქვთ შეკითხვა?
შეტყობინება გაიგზავნა დახურვა
5
7 მიმოხილვა

B1.1 Pre- Intermediate

  • აღწერა
  • პროგრამა
  • ხშირად დასმული კითხვები
  • შეტყობინება
  • შეფასებები

სტუდენტის კაბინეტი

 

სტუდენტის კაბინეტით სარგებლობა შესაძლებელია მათთვის, ვინც სწავლობს კემბრიჯ კოლეჯში. სტუდენტის კაბინეტის უპირატესობაა ის, რომ კვირაში 6 საათიანი გაკვეთილების პარალელურად, სტუდენტს აქვს წვდომა სხვადასხვა ინტერაქტიურ, ციფრულ აქტივობებზე – 24/7.

სტუდენტის კაბინეტით სარგებლობა დაგეხმარებათ მეტყველების, მოსმენის, წაკითხულის გააზრებასა და წერითი სტანდარტების უნარების განვითარებაში, თქვენთვის სასურველ ნებისმიერ დღესა და დროს.

 

სტუდენტის კაბინეტში დაგხვდებათ:

 

  1. სასწავლო სახელმძღვანელო, გაკვეთილების მიხედვით დაყოფილი ინტეგრირებული აუდიომოსასმენებით, რაც საკმაოდ კომფორტულს ხდის სასწავლო პროცესს და მნიშვნელოვნად ზოგავს დროს.

 

  1. პერსონალური ლექსიკონი, რაც საშუალებას გაძლევთ, შექმნათ თქვენი პირადი ლექსიკონი, სადაც შეგიძლიათ, შეიყვანოთ თქვენთვის სასურველი უცხო სიტყვები თარგმანით ან ინგლისური განმარტებებით, ინგლისურქართული, ქართულინგლისური ან ბრიტანულამერიკული ლექსიკონების დახმარებით, რომელიც ინტეგრირებულია თქვენი კაბინეტის ყოველი გაკვეთილის გვერდზე.

 

  1. უცხო სიტყვების შესწავლის ციფრული პლატფორმა სახელმძღვანელოში არსებული უცხო სიტყვები და ფრაზები, გაკვეთილების მიხედვით, ქართული თარგმანით და ინტეგრირებული აუდიოწარმოთქმებით, როგორც ბრიტანულ, ასევე ამერიკულ ინგლისურ ენებზე. პლატფორმა მნიშვნელოვნად შეგიმცირებთ დროს და დაგეხმარებათ უცხო სიტყვების ოთხჯერ უფრო სწრაფად შესწავლაში.

 

  1. გაკვეთილებში მოცემული უცხო სიტყვების პრაქტიკული გამოყენება წინადადებების აწყობის მეთოდით ციფრული, ინტერაქტიური ქვეიზებით.

 

  1. ყოველი გაკვეთილის შემდეგ, თემატურად დაყოფილი არალიმიტირებული, სახალისო, ციფრული, ინტერაქტიური ქვიზები, რაც დაგეხმარებათ, საფუძვლიანად გაიმყაროთ გაკვეთილების პროცესში, პედაგოგების მიერ ახსნილი მასალა.

 

  1. გაკვეთილის პროცესში, პედაგოგების მიერ ახსნილი გრამატიკის პრაქტიკულინტერაქტიური, არალიმიტირებული, ციფრული ქვიზები, რაც დაგეხმარებათ, გაიმყაროთ გრამატიკული ცოდნა, მისი პრაქტიკული გამოყენებით.

 

  1. ინტერაქტიური ვიდეოქვიზები, რაც საუკეთესო საშუალებაა, განავითაროთ მოსმენილის გააზრების უნარები. პროცესი მდგომარეობს შემდეგში:

* უსმენთ თემატურად დაყოფილ, სხვადასხვა შინაარსის ვიდეოებს, რომელთა მსვლელობის დროს, ვიდეო პაუზდება და გეძლევათ შეკითხვა სხვადასხვა ფორმატში. პასუხის გაცემის შემდეგ, ვიდეო გრძელდება მომდევნო შეკითხვამდე და ასე მეორდება მის დასრულებამდეშეკითხვები შედგენილია სპეციალურად, კემბრიჯ კოლეჯის მიერ და ზუსტად არის გათვლილი მოსმენის უნარების მაქსიმალურად განსავითარებლად

 

  1. მეტყველების პრაქტიკა ხელოვნური ინტელექტის დახმარებით, რომელიც დაპროგრამებულია სპეციალურად, კემბრიჯ კოლეჯის მიერ და ქმნის ბუნებრივი დიალოგის განცდას იმ საკითხებზე, რაც მოცემული გაქვთ სასწავლო სახელმძღვანელოში. პროცესი მდგომარეობს შემდეგში:

* კემბრიჯ კოლეჯის მიერ დაპროგრამებული ხელოვნური ინტელექტი თემატურად, პედაგოგის მიერ, უკვე ახსნილი მასალებიდან გამომდინარე, დაგისვამთ კითხვებს, დეტალურად შეგისწორებთ პასუხებში არსებულ გრამატიკულ, ფონეტიკურ, ლექსიკურ შეცდომებს და თითოეულ შეცდომაზე მოგაწვდით სწორ პასუხს. პროცესი მაქსიმალურად შეგიქმნით ბუნებრივი დიალოგის განცდას, რაც გულისხმობს თქვენი მხრიდან შეკითხვების დასმას ნებისმიერ იმ საკითხზე, რომელიც უშუალოდ გაკვეთილთან იქნება დაკავშირებული

 

  1. წაკითხული ტექსტის გააზრება, გაანალიზება და შეკითხვებზე პასუხის გაცემა ხელოვნური ინტელექტის დახმარებით, რომელიც სპეციალურად, კემბრიჯ კოლეჯის მიერ არის დაპროგრამებული გაკვეთილების მიხედვით და რაც საუკეთესო საშუალებაა, განავითაროთ კითხვის უნარები. პროცესი მდგომარეობს შემდეგში:

ხელოვნური ინტელექტი მოგცემთ ტექსტს, რომელსაც თვითონვე წაგიკითხავთ, შემდეგ მოგცემთ დროს, რომ იგივე ტექსტი წაიკითხოთ ხმამაღლა. კითხვის დასრულების შემდეგ, დეტალურად შეგისწორებთ გამოთქმებში დაშვებულ შეცდომებს და დაგისვამთ ტექსტიდან გამომდინარე შეკითხვებს. დეტალურად შეგისწორებთ პასუხებში არსებულ გრამატიკულ, ფონეტიკურ, ლექსიკურ შეცდომებს და თითოეულ შეცდომაზე მოგაწვდით სწორს პასუხს

 

  1. მართლწერის ციფრული, ინტერაქტიური ქვიზები, რომლებიც დაგეხმარებათ, მარტივად და სახალისოდ შეისწავლოთ გაკვეთილებში მოცემული უცხო სიტყვებისა და ფრაზების გამართულად წერა. გარკვეულწილად, კითხვის არასტანდარტული წესებიდან გამომდინარე, ეს ერთერთ სირთულეს წარმოადგენს ინგლისური ენის შესწავლისას.

 

  1. წერითი სტანდარტების უნარების განვითარება ხელოვნური ინტელექტის დახმარებით, რომელიც ასევე, სპეციალურად დაპროგრამებულია კემბრიჯ კოლეჯის მიერ, სასწავლო სახელმძღვანელოში მოცემული მასალის მიხედვით, რაც გულისხმობს ხელოვნური ინტელექტის წერითი უნარების შესწავლაგანვითარებას სხვადასხვა თემებზე, როგორებიცაა:

 

  • ფორმალური წერილი;
  • არაფორმალური წერილი;
  • ფორმალური მეილი;
  • არაფორმალური მეილი;
  • არგუმენტირებული ესე;
  • ბლოგპოსტი;
  • თავისუფალი აზრი;
  • ფორმალურ ინტერნეტპოსტი;
  • სტატია;
  • პირადი პროფილის შედგენა;
  • საჩივრის წერილი;
  • ოფიციალური მოსაწვევი;
  • ფილმის ან წიგნის ფორმალური მიმოხილვა.

 

გაკვეთილზე ახსნილი მასალის პარალელურად, საშუალება გექნებათ, დახვეწოთ წერითი უნარები ხელოვნური ინტელექტის დახმარებით. პროცესი მდგომარეობს შემდეგში:

* ხელოვნური ინტელექტი მოგცემთ ძირითად მიმართულებას და გაგაცნობთ დეტალურ სტრუქტურას, თუ როგორ უნდა დაწეროთ ის კონკრეტული თემა, რომელიც უკვე გაიარეთ სასწავლო წიგნში, შემდეგ მოგაწვდით თემას, რის შესახებაც უნდა დაწეროთ. ამის შემდეგ, თქვენს მიერ დაწერილ თემაში, დეტალურად გაასწორებს ყველა შეცდომას და მოგცემთ შეცდომების შესწორების რამდენიმე ვარიანტს.

 

12. ვიდეოგაკვეთილები, რომლებიც შექმნილია სპეციალურად, კემბრიჯ კოლეჯის მიერ, სასწავლო სახელმძღვანელოში მოცემული მასალის მიხედვით, რაც  გაგიადვილებთ ახალი მასალის ათვისებას და მნიშვნელოვნად დაგიზოგავთ დროს. პროცესი მდგომარეობს შემდეგში:

* ვიდეოგაკვეთილები შედგენილია თემატურად, სასწავლო სახელმძღვანელოში მოცემული მასალის მიხედვით. იმ შემთხვევაში, თუ გარკვეული მიზეზის გამო  აცდენთ და/ან ვერ ესწრებით ლექციას, სტუდენტის კაბინეტში, კონკრეტული თემის მიხედვით, მოძებნით ვიდეოგაკვეთილს. ჩართავთ მას და ინგლისურ ენაზე, ქართული სუბტიტრების თანხლებით, მოუსმენთ ახალი გაკვეთილის ახსნას.

 

 

სტუდენტის კაბინეტზე წვდომა გექნებათ კურსის განმავლობაში. იმ შემთხვევაში, თუ გააგრძელებთ სწავლას მომდევნო დონეზე, წვდომა გექნებათ მხოლოდ მომდევნო დონის სტუდენტის კაბინეტზე.

 

გისურვებთ წარმატებულ სწავლას!

 

Introduction Uni - Lesson A - ლექსიკა - Likes and Dislikes
Introduction Unit - Lesson B - გრამატიკა - Present Simple and Present Continuous
Introduction Unit - Lesson C - ლექსიკა - Describing People
Introduction Unit - Lesson D - გრამატიკა - Articles
Unit 1 - Lesson A - ლექსიკა - How do you feel?
Unit 2 - Lesson A - ლექსიკა - Landscapes
Unit 2 - Lesson C - აუდიო - Adrenaline Junkies
Unit 2 - Lesson F - წაკითხულის გააზრება - Lost at Sea
Unit 2 - Lesson G - მეტყველება - Photo Description
Unit 2 - Lesson H - წერითი უნარები - An Invitation
Unit 3 - Lesson A - ლექსიკა - Films and TV Programmes
Unit 3 - Lesson B - გრამატიკა - Quantity
Unit 4 - Lesson A - ლექსიკა - Weather
Unit 4 - Lesson G - მეტყველება - Photo Comparison
Unit 5 - Lesson A - ლექსიკა - Jobs
Unit 5 - Lesson C - აუდიო - Changing Jobs
Unit 6 - Lesson A - ლექსიკა - Worth a Visit
Unit 6 - Lesson G - მეტყველება - Planning a Holiday
Unit 7 - Lesson A - ლექსიკა - Spending Power
Unit 7 - Lesson G - მეტყველება - Photo Comparison and Presentation
Unit 8 - Lesson A - ლექსიკა - Crimes and Criminals
Unit 8 - Lesson G - მეტყველება - Photo description and comparison
Unit 9 - Lesson A - ლექსიკა - Gadgets
FAQ 1
Faq Content 1
FAQ 2
Faq Content 2

 

კემბრიჯ კოლეჯი ყოველდღიურად აახლებს და ამატებს საინტერესო, ინტერაქტიურ და სახალისო აქტივობებს სტუდენტის კაბინეტში  

5.0
7 მიმოხილვა
Stars 5
7
Stars 4
0
Stars 3
0
Stars 2
0
Stars 1
0
Solutions-Pre-Intermediate-3rd
კურსი ხელმისაწვდომია 30 დღისთვის
გაზიარება
მხოლოდ სტუდენტის კაბინეტით სარგებლობის ყოველთვიური გადასახადი შეადგენს 70 ლარს
დეტალები კურსზე
ხანგრძლივობა 3 თვე
ლექცია 583
ვიდეო 10
დავალებები 5
დონე B1.1 Pre-Intermediate
სერტიფიკატი, არა
3 თვე
ყველა

კოლეჯის ადმინსტრაციის სამუშაო საათები

ორშაბათი10:00 - 20.00
სამშაბათი10:00 - 20.00
ოთხშაბათი10:00 - 20.00
ხუთშაბათი10:00 - 20.00
პარასკევი10:00 - 20.00
შაბათი10:00 - 20.00
კვირადასვენება

კონტაქტი

Layer 1